2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო გამოვლენილია

2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო გამოვლენილია

2017-05-08

ევროპის ფონდმა 2016 წელს უკვე მესამედ გამართა კონკურსი „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევად, რათა ხელი შეუწყოს სურსათის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას და წაახალისოს ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოება. კონკურსის მონაწილე 7 საწარმოსთან შეთანხმების საფუძველზე, ევროპის ფონდის მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა ერთი წლის განმავლობაში თითოეული საწარმოს 3 გაუფრთხილებელი შემოწმება განახორციელეს. საწარმოებიდან აღებული სურსათის ნიმუშები კი  აკრედიტებულ ლაბორატორიებში შემოწმდა. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებსა და ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშებზე დაყრდნობით, კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, რომელიც კონკურსში ველისციხის პირველადი გადამუშავების ქარხნითა და პატარძეულის ღვინის ქარხნით იყო წარმოდგენილი.

ჩამოტვირთეთ პრესრელიზი.

სახელი:
ელ-ფოსტა:
კომენტარი:
თქვენი კომენტარი გამოჩნდება ადმინისტრატორის მიერ დამოწმების შემდეგ.