ზოგადი ინფორმაცია


 

მომხმარებელთა დახმარების ცენტრების საგრანტო პროექტები დასრულდა

ახალციხის, გორისა და ქუთაისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრების საგრანტო პროექტები დასრულდა. მიმდინარე წლის 1 მარტიდან ცენტრები მუშაობას წყვეტენ. მუშაობას აგრძელებს თბილისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრი - www.momxmarebeli.ge.

დასრულდა საგრანტო კონკურსი „მომხმარებელთა დახმარების ცენტრების შესაქმნელად“

განხილვის შედეგად შეირჩა სამი საზოგადოებრივი ორგანიზაცია შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: კონკურსის მიზნებთან, ამოცანებთან და პირობებთან შესაბამისობა, განმცხადებელი ორგანიზაციისა და პროექტის განმახორციელებელი გუნდის შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია და ბიუჯეტის ხარჯთეფექტიანობა. კონკურსის შედეგად შერჩეული საზოგადოებრივი ორგანიზაციებია:

  • სამოქალაქო  ეკოლოგიის ასოციაცია (სეა) - მომხმარებელთა დახმარების ცენტრი ახალციხის მუნიციპალიტეტში;

  • საზოგადოება ბილიკი - მომხმარებელთა დახმარების ცენტრი გორის მუნიციპალიტეტში;

  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები საქართველო - მომხმარებელთა დახმარების ცენტრი ქუთაისის მუნიციპალიტეტში. 

პრეს რელიზი

 

საგრანტო კონკურსი მომხმარებელთა დახმარების ცენტრების შესაქმნელად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან საქართველოს რეგიონებში მომხმარებელთა დახმარების ცენტრების შესაქმნელად. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში — „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საკონკურსო განცხადება:

საკონკურსო განცხადება

სახელი:
ელ-ფოსტა:
კომენტარი:
თქვენი კომენტარი გამოჩნდება ადმინისტრატორის მიერ დამოწმების შემდეგ.