ცენტრის სერვისები


 

სურსათი პირდაპირ ზემოქმედებს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე!

იცით, როგორ დაიცვათ თავი მავნე და უხარისხო სურსათისაგან?

გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებსაც!

თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული!


დაგაეჭვათ სურსათმა, რომელსაც მოიხმართ?

 

  • არასათანადო პირობებში იყიდება, ინახება ან გადაიზიდება;
  • ვადაგასულია, ან მოხმარების ვადა გაუგებარია;
  • გაფუჭებულია, დაბინძურებულია, ან სხვა მიზეზის გამო გამოუსადეგარია საკვებად;
  • ეტიკეტი გაუგებარია, ან არა ხართ დარწმუნებული, რომ ის პროდუქტის შიგთავსს შეესაბამება.

მოგვმართეთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში!

ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ თქვენს მიერ აღმოჩენილი დარღვევა რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას. ჩვენ დავათვალიერებთ თქვენს მიერ მითითებულ სასურსათო ობიექტს, შევიძენთ თქვენს მიერ დასახელებულ სურსათს, შევამოწმებთ მის ეტიკეტს და, შესაძლებლობის ფარგლებში, სურსათის ლაბორატორიულ შემოწმებასაც მოვახდენთ. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას გავუგზავნით სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ან სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, თავად მეწარმეებს, მედია-საშუალებებს, გამოვაქვეყნებთ ვებგვერდებზე და გავავრცელებთ სოციალური ქსელების მეშვეობით. 

იმისათვის, რომ  თქვენს შეტყობინებებზე რეაგირება შევძლოთ, გთხოვთ, თქვენი მიმართვები იყოს:

  • კონკრეტული - მიუთითეთ კონკრეტული მაღაზია/ობიექტი და/ან  სასურსათო პროდუქტი, რომელიც ამ მაღაზიაში/ობიექტში ნახეთ ან შეიძინეთ;
  • დასაბუთებული -  მიუთითეთ თქვენი პრეტენზიის ან ეჭვების კონკრეტული საფუძველი.

სასურველია, თქვენს მიმართვას ახლდეს რაიმე დოკუმენტური მასალა, მათ შორის, ფოტო, ვიდეო, აუდიო, ან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც თქვენს მიმართვას გაამყარებს.

თუკი თქვენ არა გაქვთ პროდუქტისადმი ან სასურსათო ობიექტისადმი პრეტენზიის რაიმე კონკრეტული საფუძველი, მაგრამ გსურთ შემოწმდეს რომელიმე პროდუქტის უვნებლობა, ან პროდუქტის შემადგენლობის ეტიკეტთან შესაბამისობა, ჩვენ შევეცდებით ასეთი პროდუქტების ლაბორატორიული შემოწმებაც უზრუნველვყოთ. თუმცა, უპირატესობა მიენიჭება ისეთ მიმართვებს, რომლებსაც პრეტენენზიის რაიმე საფუძველი გააჩნია. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • ჩვენი საქმიანობა ხორციელდება დონორების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც შეზღუდულია. ასე რომ, ჩვენს მიერ გაღებული ყველა ხარჯი დასაბუთებული უნდა იყოს და პრიორიტეტულობის მიხედვით განაწილდეს.
  • საქართველოში მოქმედი ლაბორატორიები, სამწუხაროდ, ბევრ პარამეტრზე სურსათს ვერ ამოწმებენ. ასე რომ, ყველანაირი ტიპის შემოწმება შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი პროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ, გამონაკლის შემთხვევებში, სურსათის ნიმუშები შესამოწმებლად უცხოურ ლაბორატორიებსაც მივაწოდოთ.  

 

ცენტრების მიერ მეწარმესთან ერთად სურსათის შესყიდვის პროცედურა

 

სახელი:
ელ-ფოსტა:
კომენტარი:
თქვენი კომენტარი გამოჩნდება ადმინისტრატორის მიერ დამოწმების შემდეგ.